თბილისის N12 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის კვირეული ინტეგრირებული გაკვეთილებით დააგვირგვინეს
19-10-2020

თბილისის N12 საჯარო სკოლაში III კლასმა (მასწავლებლები: თამუნა ხიზანიშვილი და მარიკა უსენაშვილი) შემოდგომის კვირეული ინტეგრირებული გაკვეთილებით დააგვირგვინა. 

მოსწავლეების და მასწავლებლების ფანტაზია უკიდეგანო აღმოჩნდა. მათ ხელოვნების გაკვეთილზე, ჯადოსნური ხე დახატეს და სხვადასხვა ხილით შეამკეს. მათთვის შემოდგომა მხოლოდ ხილის და ლამაზი ყვითელი ფოთლების ზეიმით არ შემოიფარგლა, მოსწავლეებმა პური სკოლაში თავად გამოაცხვეს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ქართულის გაკვეთილზე პურის რეცეპტი ჩაიწერეს, მათემატიკაზე მისი თვითღირებულება დაიანგარიშეს და მოგება გამოთვალეს, ინგლისური ენის გაკვეთილზე, რეცეპტი ინგლისურად თარგმნეს, ბუნების გაკვეთილზე კი უკვე პური გამოაცხვეს. ბავშვები ბედნიერები ჩანდნენ. თითოეულ მათგანს არასოდეს დაავიწყდება ეს დღე, მათ ხომ ცხოვრების ერთი დიდი გაკვეთილი ჩაუტარდათ საყვარელ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203