
ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის პირველ კლასში ღონისძიება „ანბანის შემობრძანება“ ჩატარდა. ღონისძიებას 1-ელი კლასის მასწავლებელი ასმათ ბერიძე ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეები გულმოდგინედ ელოდებოდნენ ამ ლამაზ დღეს. ლექსებით, ინსცენირებებითა და სახალისო აქტივობებით შევეგებეთ ანბანის შემობრძანებას ჩვენს კლასში. პატარებმა გამოძერწეს, გააფერადეს და შექმნეს აპლიკაცია „ა“ და „ი“ ბგერებზე. მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია. ბოლოს კი გადაშალეს „დედა ენა“ და სათუთად, დიდი სიყვარულით წაიკითხეს ეს საოცარი სიტყვები „აი ია“, - აღნიშნავს პედაგოგი ასმათ ბერიძე.
იხილეთ ფოტოები