თბილისის N103 სკოლის კურსდამთავრებულებმა ახალ თაობას საჩუქარი გაუკეთეს
19-10-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის 2005 წლის კურსდამთავრებულებმა გიორგი კიკნაძემ და გვანცა მეტრეველმა სკოლის ახალ თაობას გაუკეთეს სამახსოვრო საჩუქარი. მხიარული შემეცნებითი-სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილი ეზოს ბილიკი.

„ეს შესანიშნავი იდეა მოიფიქრა ორმა კლასელმა და მეგობარმა. გიორგი კიკნაძემ, რომელიც წლებია იმყოფება ამერიკაში, თავისი სურვილით დააფინანსა ეს პროექტი. ხოლო ნახატის ესკიზი და ნახატი შეასრულა გვანცა მეტრეველმა, რომელიც ამავე სკოლის სამი მოსწავლის მშობელი და ასევე სკოლასთან არსებული ხელოვნების სტუდია - „პალიტრის“ ხელმძღვანელია. ხატვის პროცესში ჩართულები იყვნენ და დახმარება გაუწიეს მისმა პატარა ნიჭიერმა მოსწავლეებმა. სასკოლო სივრცეში დაბრუნებულ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ამ სპორტულ-შემეცნებითი აქტივობების სახით დიდი სიურპრიზი დახვდათ და პირველი დღის საზეიმო განწყობილება კიდევ უფრო აუმაღლა“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203