
16 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის მე-6 კლასში წარიმართა სასწავლო პროექტი - „წიგნი მეგობარია“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნები შექმნეს.
„კომპიუტერის ეპოქაში მოსწავლეთა უმრავლესობა დაშორდა წიგნს, რაც ცუდად აისახა მათ მეტყველებასა და ინტელექტზე. ამიტომაც გადავწყვიტე, დამეგეგმა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობდა ბავშვის წიგნთან დამეგობრებას. ვიცი, რომ მკითხველად ჩამოყალიბებისათვის დროა საჭირო, თუმცა შესაძლოა, ერთი ბიძგიც საკმარისი აღმოჩნდეს დაინტერესებისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ია დარბაიძე.
იხილეთ ფოტოები