დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში აფხაზეთის რეინტეგრაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19-10-2020

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიკოსთა ლიგის პროექტის -„დავიბრუნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში სასწავლო ხასიათის ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორ ნაწილს მოიცავდა:

1.მოხსენება აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის ისტორიის შესახებ და 2. ვიდეო-მასალა უცხოელი სტუდენტების კომენტარების შესახებ, რომლებიც საქართველოს რეინტეგრაციისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს ისტორიკოსთა ლიგის წევრი, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი მარიამ მარკოზია, ხოლო ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და X-XII კლასის მოსწავლეები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203