წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ვირტუალურად იმოგზაურეს
19-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ფატმან თუთბერიძე) ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში ვირტუალურად იმოგზაურეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან „გოგჩის ტბა“. მონიკა მანაგაძემ და მარია ბერიამ კი პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ნახატები თემაზე -„გოგჩის ტბა“.

„შესასწავლი თემის მსგავსი შინაარსობრივი და ვიზუალური განხილვა, საინტერესოს და სიღრმისეულს ხდის საგაკვეთილო პროცესს და საკითხის გაანალიზება-აღქმას.მადლობა მასწავლებელს ქალბატონ ფატმანს და მოსწავლეებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203