
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამილა მაჭარაშვილმა სტატუსი აიმაღლა. პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე მასწავლებელს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ნიგვზარის საჯარო სკოლის მასწავლებელს, თამილა მაჭარაშვილს, ვულოცავ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას და ვუსურვებ წარმატებებს პედაგოგიური მოღვაწეობის რთულ და უმნიშვნელოვანეს გზაზე!“,- აღნიშნავს დირექტორი.