„უთხარი უარი პოლიეთილენის პარკს და გახადე გარემო უკეთესი“ -ინჩხურის საჯარო სკოლის სამეწარმეო კლუბი მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთებს ამზადებს
19-10-2020
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლაში სამეწარმეო კლუბი - For you ფუნქციონირებს.
კლუბის მისიაა - „უთხარი უარი პოლიეთილენის პარკს და გახადე გარემო უკეთესი“. სამეწარმეო კლუბი ქალბატონებისთვის მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთებს ამზადებს.
კლუბის წევრები აგრეთვე თინეიჯერებისთვის აქსესუარებით გაწყობილ ჩანთებს კერავენ.