ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღნიშნეს
19-10-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე აღნიშნეს. 

ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება ენების ევროპული დღე. წელს, უკვე მესამედ, ეს დღე 47 წევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აღინიშნა, რაც ემსახურება ისწავლონ უფრო მეტი ენა სკოლაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებების და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ -ერთი უმთავრესი კომპონენტია.

ახალციხის N5 საჯარო სკოლა შეუერთდა ამ ღონისძიებას. სკოლის მოსწავლეებმა ღირსეულად წარმოაჩინეს მათი შეხედულებები ევროპული ენების შესახებ. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ინგლისური ენის გლობალიზაციას და მისი ცოდნის სასიცოცხლო აუცილებლობას. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203