
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე თემაზე: „მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ათეული“ პროექტი წარმოადგინეს. მოსწავლეთა მასწავლებელი ნათელა ბაზაძე გახლავთ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს.
თითოეულ მოსწავლეს მოძიებული ჰქონდა ინფორმაცია მსოფლიოს უდიდესი ქალაქების შესახებ. შედგენილი ჰქონდათ ცხრილი მოსახლეობის რაოდენობის, ფართობისა და სიმჭიდროვის (მოსახლეობის რაოდენობა 1კვ/კმ-ზე) ჩვენებით.
მათ თავიანთი ნაშრომები გამდიდრებული ჰქონდათ შესაბამისი ფოტოებითა და ქალაქების გერბებით. პრეზენტაციები იყო მიმზიდველი და საინტერესო.
იხილეთ ფოტოები