საციხურის საჯარო სკოლის ხუთივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
19-10-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. სკოლის 5 მეთორმეტეკლასელიდან ხუთივე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.4 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი კი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. 

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

  • ქეთი ვაშაყმაძე;
  • ნონა ვაშაყმაძე;
  • ლელა ქარცივაძე;
  • ლია ბოლქვაძე;
  • გოჩა მარკოიძე.

სკოლის დირექტორი ფირუზ ვაშყმაძე გახარებული და ამაყია მათი შედეგებით, სტუდენტობას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203