200-მდე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მოზარდები ხორცით მოიწამლნენ და მათ კოვიდ-ტექსტებიც უტარდებათ
18-10-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა საბავშო ბაღის აღსაზრდელებს აღენიშნებოდა გულისრევა, დიარეა და ტემპერტურაც კი, აქედან მომდინარე, ბავშვებს კორონავირუსზე ტესტებსაც უატრებენ.

წინასწარი ინფრომაციით, მოზარდების მოწამვლის მიზეზი ხორცი გახდა, თუმცა საბოლოოდ ამის შესახებ კომპეტენტური პირები იტყვიან. ადგილზეა მობილიზებული სურსათის უვნებლობის სამსახურში, ეპიდემიოლოგები და ზუსტი ინფრომაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე კი ვიცით ის, რომ ბავშვების ნაწილი სახლებში გადის მკურნალობას, ნაწილი - ბათუმისა და ქუთაისის საავადმყოფოებშია გადანაწილებული. ფაქტია, რომ აღსაზღდელთა ინტოქსიკაცია მოხდა ოზურგეთის თითქმის ყველა ბაღში, თუმცა მოწამლულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203