ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიორამები შექმნეს
16-10-2020

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისოა. პედაგოგები მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად განსაკუთრებულად ზრუნავენ და მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებს და რესურსებს სთავაზობენ. 

მოსწავლეებმა ამჯერად, მასწავლებლების დახმარებით დიორამები შექმნეს და მათი პრეზენტაცია გამართეს. 

„სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და სახალისოა, როცა მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ქმნიან დიორამებს. პატარები მოუთმენლად ელოდებიან იმ მომენტს, როცა შექმნილი ნაშრომების პრეზენტაცია ხდება. ძალიან დამაჯერებელი და შთამბეჭდავია მათი ემოცია, განცდები და დამოკიდებულებები. ისინი ზუსტად ცდილობენ გადმოსცენ შესწავლილი ნაწარმოების ეპიზოდები. მათ უხარიათ ერთმანეთის წარმატება“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203