საციხურის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს
16-10-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა - ნიკოლოზ მარკოძემ და ბექა ვაშაყმაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე ორიგინალურად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა ვიდეორგოლები ჩაწერეს და პედაგოგებს გაუგზავნეს. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203