
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდარის საჯარო სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე ვეფხვაძემ, ასევე თინათინ ბოჭორიშვილმა,პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რჩეულ პედაგოგს - ლენა ციცვიძეს გადაეცა საჩუქრები; ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება მადლობას უხდის ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებსა და სკოლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის და უსურვებს წარმატებებს რჩეულ პედაგოგს ლენა ციცვიძეს, რაიონის ყველა სკოლის საუკეთესო პედაგოგებთან ერთად.