„ოქროსფერი შემოდგომა“-აფხაზეთის N7 სკოლის მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სახვითი ხელოვნების გაკვეთილი ჩაუტარდათ
16-10-2020
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეთა მონაწილეობით შემოქმედებითი აქტივობები განახორციელა.
„თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის პირველ კლასში დამრიგებელმა დალი ეჯიბიამ ჩატარა სახვითი ხელოვნების გაკვეთილი თემაზე: „ოქროსფერი შემოდგომა“. მოსწავლეებმა დახატეს ფოთლები, გააფერადეს და ამოჭრეს აპლიკაციები.
მასწავლებლის დახმარებით ოთახის კედელზე ააწყვეს ხის აპლიკაცია ფოთოლცვენით, მორთეს საკლასო ოთახი და გააფორმეს ოქროსფერი ფოთლებით,რის შემდეგაც მოაწყვეს საშემოდგომო ნახატების გამოფენა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს