გაიცანით ხონის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე, წარმატებული ფეხბურთელი თაკო სვანიძე
16-10-2020

ხონის N4 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, თაკო სვანიძე წარმატებული ფეხბურთელია. ახალგაზრდა სპორტსმენი ხობის ქალთა გუნდში თამაშობს, იგი არია ასევე საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა ნაკრების წევრი. 

თაკო სვანიძემ ფეხბურთის თამაში სკოლაში დაიწყო. მისი ნიჭი და ბრწყინვალე სპორტული მონაცემები სპორტის პედაგოგმა და დირექტორის მოადგილემ, თამაზ მეძველიამ აღმოაჩინა და მოსწავლეს ურჩია ფეხბურთს მიჰყოლოდა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლის წარმატებით და წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203