თბილისის N90 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებული შეხვდა
16-10-2020

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე, თბილისის N90 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ გარემოში აგრძელებს სასწავლო პროცესს.

თანამედროვე სტანდარტების სკოლას აქვს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლას-კაბინეტები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები; რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი. შენობა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ფუნქციონირებს ლიფტი, მოეწყო სპორტული მოედანი, გამწვანდა სკოლის ტერიტორია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ჰიგიენის საშუალებებით: დისტანციური თერმოსკრინინგის აპარატებით, დეზობარიერებით, ხელის დისპენსერებით და სადეზინფექციო სითხეებით.

 აღსანიშავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად აკონტროლებს სკოლის ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების დაცვას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...