ქუთაისის N36 საჯარო სკოლას 24 წამყვანი და ამდენივე უფროსი მასწავლებელი ჰყავს
16-10-2020

ქუთაისის N36 საჯარო სკოლას 24 წამყვანი და ამდენივე უფროსი მასწავლებელი ჰყავს.

სკოლა ფასდება მრავალფეროვანი აქტივობებით, წარმატებული მოსწავლეებითა და მასწავლებლებით. სკოლის მისიაა ახალგაზრდები წარმატებული ცხოვრებისთვის მოამზადოს. ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რასაც პროფესიონალი კადრები უზრუნველყოფს.

2020 წლის სექტემბერში, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის კიდევ 11 პედაგოგს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი:

  1.  ირმა კოჭბიანი;
  2.  ნატალია თურქაძე;
  3. თეონა კამლაძე;
  4.  კონსტანტინე გაბუნია;
  5. იმედა ზარქუა;
  6. ნარგიზა ბიტკაშა;
  7. დარეჯან ლურსმანაშვილი;
  8. ნანა ნაცვლიშვილი;
  9. ლელა ჟორჟოლიანი;
  10. ირმა ჩირგაძე;
  11. ალა სანდუხაძე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ნათია ლიკლიკაძეს.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას და შემდგომში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203