ახალციხის N2 სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ''არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის'' სტატუსი მიენიჭათ
18-10-2017
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ უფროსკლასელებისათვის კონკურსი გამოცხადდა სახელწოდებით - ''ტრადიციული თამაშობები''. კონკურსში ახალციხის N2 სკოლის პეადაგოგებმა და X-XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ წარმატებას მიაღწიეს - თითოეულ მოსწავლესა და პედაგოგს ''არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის'' სტატუსი მიენიჭა.
გამარჯვებულებს წიგნები და სიგელები გადაეცათ. დაჯილდოებას ესწრებოდნენ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მაკა თაქთაქიშვილი. მათ ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს წარმატებები უსურვეს...
''ყურადღებისთვის მადლობას ვუხდით რესურსცენტრის უფროსს ხათუნა ხმალაძეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს მაკა თაქთაქიშვილს,'' - აღნიშნეს ახალციხის N2 სკოლის წარმომადგენლებმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს