ტაძრისის საჯარო სკოლის მერვეკლასელი თამუნა კაპანაძე ბორჯომის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა
16-10-2020

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე თამუნა კაპანაძე ბორჯომის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.

მოსწავლე რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს. 

ინტელექტ-ჩემპიონატში ბორჯომის გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ბორჯომის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ბორჯომში, ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა. 

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203