მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში წარმატებით იასპარეზეს
16-10-2020

8 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება გაიმართა. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. 

მოსწავლეები ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ და წარმატებით გაართვეს თავი. 

სკოლიდან ტესტირებაში ყველაზე მაღალი ქულები მოიპოვეს:

ოქრომელიძე ია -76;
ნათენაძე ნინო - 69;
ოქრომელიდზე ლალი - 66;
სუდაძე ნინო - 57;
ნათენაძე თამარი - 57;

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203