ქობულეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინა გოგიტიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
16-10-2020

გაიცანით, ნინა გოგიტიძე- მომღიმარი, საამაყო გოგონა, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლიდან. 

ნინა გოგიტიძე პირველი კლასის მოსწავლეა, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა.

მზრუნველი მშობელი- მანონი ვერულიძე პირველი ტესტის გავლის შემდეგ ნინას ემოციებს გვიზიარებს:

„ნინამ ტესტი პირველად გაიარა და კარგი შეფასებაც მიიღო. ონლაინ სწავლებასთან ერთად „ეტალონის“ მარათონში ჩართვა ძალიან დაეხმარება მეტი ცოდნა და წარმატება მოიპოვოს. მადლობა თქვენ, ასეთი შემეცნებითი ტესტებისთვის. უკვე მოუთმენლად ველოდებით მომდევნო ხუთშაბათს“.

15 ოქტომბერს izrune.ge-ზე „ინგლისური ენის ტესტის დღეა“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203