„გურულები ერთმანეთისთვის და ერთად covid-19-ის წინააღმდეგ“​ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში გასართობი სპორტული აქტივობა ჩატარდა
16-10-2020

13 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში გასართობი სპორტული აქტივობა - „გურულები ერთმანეთისთვის და ერთად covid 19 -ის წინააღმდეგ“ ჩატარდა.

ღონისძიება შედგებოდა 10 სახალისო ნომრისგან: „ყველაზე სწრაფი“, „იძულებითი ჭამა“, „ზურგზე ხატვა“...

ღონისძიებაში ორი სასკოლო გუნდი - „ილდამუსა“ და „ზუა“ მონაწილეობდა.

ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის პედაგოგ-მასწავლებლები. 

წარმატება წილად ხვდა „ზუას“, რომლის კაპიტანი თამარ გოგოლაძეა. ღონისძიება ანგარიშით - 5-3 დასრულდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203