ხოჯორნის საჯარო სკოლის კონსულტანტ მასწავლებელი ლალი მარგიანი ონლაინ კონკურსის - „ერთი ქართული ლექსი“ ერთ-ერთი ინიციატორია
16-10-2020
12 ოქტომბერს, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ონლაინ კონკურსის - „ერთი ქართული ლექსი“ დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ივნისის ბოლოს ხოჯორნის საჯარო სკოლის კონსულტანტ მასწავლებლის ლალი მარგიანის, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის და მარნეულის კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.

კონკურსში ხოჯორნის, ახკერპის, ოფრეთისა და საბირკენდის საჯარო სკოლების 31 მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეულ საფეხურზე გამოვლინდა სამ-სამი გამარჯვებული და ჟიურის 4 რჩეული. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ ბიბლიოთეკის, კონკურსის ავტორის და ჟიურის წევრების სამახსოვრო საჩუქრებით. ყველა კონკურსანტისთვის სიგელები დაბეჭდა „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“, რისთვისაც ორგანიზატორები ქამრან აფანდიევს მადლობას უცხადებენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203