წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასში ანბანის სწავლის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიუძღვნეს
16-10-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I კლასში ანბანის სწავლის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიუძღვნეს. 

კლასის დამრიგებელი ლია ციბაძე გახლავთ, მუსიკის მასწავლებელი კი - იამზე წულუკიძე.

„I კლასში (დამრიგებელი ლია ციბაძე, მუსიკის მასწავლებელი: იამზე წულუკიძე) ანბანის შემობრძანებას მიეძღვნა საზეიმო გაკვეთილი. პატარები გულანთებული შეხვდნენ იაკობ გოგებაშვილის დედაენას, რომელმაც თავისი გაჩენის პირველი დღიდანვე ჩაიცვა რკინის ქალამანი, დაიჭირა რკინის ჯოხი და მოიარა მთელი საქართველო. ბევრი ლექსი და სიმღერა, სითბო და სიყვარული იფრქვეოდა მთელი გაკვეთილის მსვლელობისას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203