
ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შუაღამის მზის“ წევრმა რიმა სუდაძემ და ხუთმა მოხალისემ ქალაქ ახალციხის ერთ-ერთ მცირე ზომის ტყის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო.
პანდემიის პირობებში მაქსიმალურად შეიზღუდა მოხალისეთა რაოდენობა, მოხალისეები პირბადეებით და ორი მეტრის დისტანციით მუშაობდნენ. შეგროვებული ნარჩენი დახარისხდა. მათი საერთო მასა 17 კგ-ს შეადგენდა. შეგროვებული ნარჩენები იყო როგორც სამშენებლო, ასევე საყოფაცხოვრებო.
აქცია გარემოს დასუფთავების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
გარემოს დასუფთავების მსოფლიო დღე 19 სექტემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები