
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლას წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
გარემონტდა საკლასო ოთახები და მთლიანად შეიცვალა სახურავი.
მოსწავლეები და მათი მშობლები სიახლით აღფრთოვანებულები არიან.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოს მოწესრიგება მოსწავლეებზეც და მასწავლებლებზეც დადებითად მოქმედებს.