სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის კვირეული აღნიშნეს
15-10-2020

სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის კვირეული აღნიშნეს.

„21-27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული აღინიშნება.

საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის - გავერთიანდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შესამცირებლად!“ ეს გზავნილი აერთიანებს 2020 წლის კლიმატის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებას მონაწილება მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტში ჟიული შარტავას N2 საჯარო სკოლის 6 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელი გულნარა ბარკალაიას ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა დაწერეს თემა, „ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება“, გააკეთეს თემების პრეზენტაცია თანატოლებს მოუწოდეს გაერთიანდნენ კლიმატისთვის. მოსწავლე ახალგაზრდობის ხეივანში ასფალტზე დახატეს.

კლიმატის კვირეულის ღონისძიებებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობით ახორციელებდა გარემოს დაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია „დეა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203