ახალდაბის საჯარო სკოლის ხუთივე კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა
15-10-2020

შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლამ 2020-2021 სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო, მაგრამ 2019-2020 სასწავლო წლის მიღწეული შედეგით იამაყა. 

სკოლის ხუთივე კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა. 

სკოლის პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„წელს 2020-2021 სას/წლის დაწყებას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა შეხვდა არასაგაკვეთილო პროცესში (online), მაგრამ იზეიმა გასული 2019-2020 სას/წლის მიღწეული შედეგით.

მე-12 კლასის 5 მეთორმეტეკლასელიდან 5-ვე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და ახალ სას/წელს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტუდენტების სტატუსით შეხვდნენ.

ახალდაბის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ამ დიდ წარმატებას სკოლას, თითოეულ მშობელსა და მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს. ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობასა და კარიერულ წინსვლას, ხოლო სკოლას ვუსურვებთ ამ გამოწვევების წინაშე ღირსეულად თავის გართმევასა და მრავალი წარმატებული თაობის აღზრდას“,-ნათქვამია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203