საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვრული კითხვის კონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
15-10-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბირქენდის N1 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ მხატვრული კითხვის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავა.

„მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის, კულტურის ცენტრისა და სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ინიციატივით, ამა წლის ივნისის თვეში ჩატარდა ონლაინ კონკურსი გამომეტყველებით კითხვაში: " ერთი ქართული ლექსი" რაშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ, რიჯათ ალახვერდიევმა და ელადა ასკეროვამ. კონკურსში ჩვენმა მოსწავლეებმა მოიპოვეს პირველი და მესამე ადგილი, აგრეთვე გახდნენ ჟიურის რჩეულები.

12 ოქტომბერს კი მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა დაჯილდოება. მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს სერტიფიკატები, წიგნები, ლექსების კრებული და რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი ემოცია. ეს კიდევ ერთი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის, რომ ყველა რთულ ვითარებაშიც შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა", - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203