ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მესამეკლასელი „იზრუნელის“ წარმატებული ტესტირება
15-10-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლემ, მარიამ ტოროჭინაშვილმა izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა.

მარიამის კლასის დამრიგებელი, მაია ბაღათური ძალ-ღონეს არ იშურებს რათა მისი მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ, izrune.ge კი მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი ცოდნა გამოავლინონ.

„ძალიან მიყვარს ეს პროექტი და ყოველთვის ვცდილობ, ტესტირებას მომზადებული შევხვდე; იცით, როგორ ველი ყოველ ხუთშაბათს? ვიცი, ამ დღეს izrune.ge მელოდება და ჩემი ოჯახიც მგულშემატკივრობს. მადლობა izrune.ge-ს. ასე რომ გვახარებს და სწავლაში გვეხმარება. მე კი გპირდებით,, რომ კიდევ ბევრჯერ ვასახელებ ჩემ საყვარელ მაია მასწავლებელს“, - ამბობს პატარა მარიამი, რომელიც მადლობელია, ასეთი კარგი პროექტის შექმნისა და იმ სიხარულისთვის, რომელსაც თითოეულ ბავშვს ანიჭებს izrune.ge, რადგან სწორედ პროექტის დამსახურებით, პატარებისთვის სწავლა უფრო საინტერესოა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203