
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის პედაგოგებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ თანამშრომელმა, თინათინ ბოჭორიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ პროფესიული დღე მიულოცა.
სტუმრებმა სკოლის წლის გამორჩეულ მასწავლებელს სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადასცეს.
სკოლა საპატიო სტუმრებს ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
„ჩვენი სკოლის მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მოგვილოცეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა მარინა ვეფხვაძემ, თანამშრომელმა თინათინ ბოჭორიშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ. მათ სკოლის წლის გამორჩეულ მასწავლებელს ლელა მჭედლიშვილს სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადასცეს.
მადლობა, თქვენ, ჩვენ მიმართ გამოჩენილი უდიდესი სითბოსა და ყურადღებისათვის! ჩვენი სკოლა მუდამ გრძნობს თქვენგან მზრუნველობასა და მხარდაჭერას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები