ბათუმის N14 სკოლის მეორეკლასელმა, გიგი თურმანიძემ izrune.ge-ს ტესტს წარმატებით გაართვა თავი
15-10-2020

ბათუმელი მოსწავლეები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე არიან. თქვენ უკვე იცნობთ izrune.ge-ს დიდი ოჯახის ერთ-ერთ აქტიურ, ძალიან ყოჩაღ წევრს- გიგი თურმანიძეს.

ბათუმის N14 საჯარო სკოლის, მეორე კლასის სასახელო მოსწავლემ დღევანდელ, ინგლისურის ტესტს თავი წარმატებით გაართვა, ვიდეოს მეშვეობით მადლობა გადაგვიხადა და გაგვახარა:

„ძალიან მომწონს ინგლისურის ტესტები, რადგან ამ ტესტებიდან ბევრ რამეს ვიგებ და ვსწავლობ. ინგლისური ძალიან მიყვარს. მადლობა izrune.ge-ს ამ პროექტისთვის “.

გიგის ყურადღებიანი მშობელი- შორენა ძიძიგური მუდივად ცდილობს, რომ შვილის განათლების მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნოს!

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 ოქტომბერს izrune.ge-ზე „წიგნიერების დღეა“.

მოსწავლის ვიდეო იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203