ურავის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ჩიტიძე ზღაპრების კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
15-10-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლიზი ჩიტიძე ზღაპრების, ილუსტრაციების და სათამაშოების ერთობლივ კონკურში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს სიგელი და წიგნები გადაეცა. 

„2020 წლის გაზაფხულზე გამომცემლობა „ელფისა“ და თამარ ადამიას მიერ გამოცხადდა „ზღაპრების, ილუსტრაციების და სათამაშოების“ ერთობლივი კონკურსი, რომელიც წარიმართა სოციალური ქსელის დახმარებით. აღნიშნულ კონკურსზე ურავის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლემ ლიზი ჩიტიძემ წარმოადგინა ნამუშევარი, რაც გულისხმობდა დაწყებული ზღაპრის შინაარსის დასრულებას და ზღაპრის პერსონაჟების შექმნას. კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის ლიზი ჩიტიძემ დაიმსახურა სიგელი და წიგნები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203