ახალციხის N5 საჯარო სკოლის III კლასში მასწავლებლის დღეს კლასის საათი მიუძღვნეს
15-10-2020
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა, მედეა მერაბიშვილმა მასწავლებლის დღეს კლასის საათი მიუძღვნეს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე და სასწავლო ნაწილის გამგე ზოია ბალიაშვილი. მათ მოსწავლეებს დიდი სითბოთი და სიყვარულით წარმატებები უსურვეს.