ინჩხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ნაკეთობები დაამზადეს
15-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „მწვანე გარემო“ წევრებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სხვადასხვა გამოყენებადი ნაკეთობები დაამზადეს. 

მოსწავლეების მიზანი იყო ნარჩენების შემცირება და უსარგებლო ნივთებისთვის „სიცოცხლის“ დაბრუნება.

„ცნობილია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც დიდი რაოდენობით გროვდება ყოველდღიურად დიდ საფრთხეს უქმნის გარემოს. განსაკუთრებით აზიანებს გარემოს პოლიეთილენის ბოთლები - სწორედ ამიტომ ეკოკლუბის - „მწვანე გარემო“ - მისიაა „თუ არ ვამცირებთ ჩვენ ნარჩენს, აზრი არა აქვს დანარჩენს“. ნარჩენების შემცირების მიზნით მოსწავლეებმა დაამზადეს სხვადასხვა ლამაზი და გამოყენებადი ნაკეთობები, ანუ ნარჩენებს დაუბრუნეს „მეორე სიცოცხლე“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203