ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს
15-10-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ენების ევროპულ დღეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი აქტივობა გაიმართა. 

წარმატებით ჩაიარა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პირველმა დღემ. ღია სივრცეში გარემო XI- XII კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს, VII კლასელები დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ენაზე მიესალმნენ, IX, X, XII კლასების მოსწავლეებმა კი საინტერესო პრეზენტაციები -  „ევროპა- ჩვენი წარსული და მომავალი“, „ევროკავშირის ისტორია“, „საქართველო და ევროპა“ წარმოადგინეს.

კვირეული სკოლის დირექტორმა, ინა ბიწაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება ევროპულ ღირებულებებზე გაამახვილა. აგრეთვე ისაუბრა განათლების იმ შესაძლებლობებზე, რომელთა წინაპირობა ევროპული ენების ცოდნაა.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203