„ნუცას ბაგა-ბაღის“ წერონისის ფილიალში სააღმზრდელო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება
19-10-2020

„ნუცას ბაგა-ბაღის“ წერონისის ფილიალმა შრომის ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა. ბაღში სააღმზრდელო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ნუცას ბაგა-ბაღი“ ავრცელებს. 

„მოგესალმებით, დედიკოებო! სასიხარულო ამბით მოვედი, ვინც მოუთმენლად გველოდებით. მინდა გაგახაროთ, წერონისის ფილიალმა ჯანდაცვის გადაწყვეტილებით გაიარა ყველა შემოწმება და დადებითი პასუხი მიიღო. „ნუცას ბაგა-ბაღი“ მუშაობას განაგრძობს 19 ოქტომბრიდან“,- ნათქვამია ბაგა-ბაღის ინფორმაციაში.

„ნუცას ბაგა-ბაღი“ 8-თვიდან 6-წლამდე აღსაზრდელებს იღებს. სამუშაო გრაფიკია: ორშაბათი - კვირა 09:00-დან 20:00-მდე. 

ბაღს ემსახურება გამოცდილი პედაგოგების ჯგუფი: ბავშვთა ფსიქოლოგი, ფილოლოგი და ლოგოპედი.

ბაღში აღსაზრდელების ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, ენისა და მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203