
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატი შექმნა, რომელიც სკოლას გადასცა და ასე მიულოცა მცხეთობა-სვეტიცხოვლობა საყვარელ მასწავლებლებს. მარიამ ღორჯომელიძეს კი დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი წარმოგვიდგენს.
„ასლან შაინიძის სახელობის, დისველის საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს სვეტიცხოვლობას, უსურვებს უფლის წყალობას, დიად, ნათელ დღეებს, უღრუბლო ცას, წარმატებულ და კეთილგონიერ მომავალს.
ჩვენი სკოლის აღსაზრდელმა, გადაწყვიტა დღევანდელი დღე თავისი ნახატით მოელოცა, რომელშიც ჩადო უსაზღვროდ დიდი სითბო და სიყვარული, ეს მცირედი საჩუქარი ლიზი ღორჯომელიძის შექმნილია და დიდი სიყვარულით მოძღვნილი თქვენთვის!“