კორხის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ჰაიასტან ბასენციანმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა
14-10-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ​ კორხის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, ჰაიასტან ბასენციანმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

ჰაიასტან ბასენციანმა I ეტაპის ტესტირებას ბრწყინვალედ გაართვა თავი II ეტაპის ღონისძიებაში კი 72 ქულა მოაგროვა. 

II ეტაპის ღონისძიება ახალქალაქში, ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალქალაქის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203