მარელისის საჯარო სკოლაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
14-10-2020
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
ისტორიის კლუბის წევრებმა, პედაგოგ ინგა ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით კრეატიული ღონისძიება მოამზადეს, შექმნეს კედლის გაზეთი, ასევე ჩატარდა ვიქტორინა და ღია სივრცეში სასკოლო საზოგადოების წინაშე გაიმართა პრეზენტაცია.
„მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს და ისტორიის პედაგოგმა ინგა ვეფხვაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე, სვეტიცხოვლობის ისტორიასა და იმ ძირითად ასპექტებზე, რის გამოც აღინიშნება ეს დღესასწაული საქართველოში. საქართველოს ჰიმნით დასრულდა შეხვედრა...კიდევ ერთხელ შემართული იდგა სკოლის ეზოში ქართული სულიერება და საქართველოს ხვალინდელი დღე. გილოცავთ ყველას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს