წყალაფორეთის საჯარო სკოლის შერჩეული საუკეთესო პედაგოგი მედეა კუპრაძე დაჯილდოვდა
14-10-2020

13 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის მიერ შერჩეული საუკეთესო პედაგოგი მედეა კუპრაძე დაჯილდოვდა.

წყალაფორეთის საჯარო სკოლას ხარაგაულის რესურცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი, თინათინ ბოჭორიშვილი, პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი სებისკვერაძე სტუმრობდნენ. მათი სტუმრობის მიზეზი, მეტად საპატიო იყო, მათ ადგილზე მიულოცეს ყველა მასწავლებელს პროფესიული დღესასწაული, დააჯილდოვეს სკოლის მიერ შერჩეული საუკეთესო პედაგოგი მედეა კუპრაძე, რომელსაც განსაკუთრებით მიულოცეს მასწავლებლის დღე, გადასცეს ფასიანი საჩუქრები და მადლობის სიგელი.

„წყალაფორეთის საჯარო სკოლის უკლებლივ ყველა პედაგოგი დიდ მადლობას უხდის სტუმრებს ყურადღებისათვის, მხარდაჭერისათვის, გულისხმიერებისათვის და მოლოცვისათვის, ჩვენთვის დიდი სტიმულია, მსგავსი ღონისძიებები, რაც გვიძლიერებს პასუხისმგებლობას. დიდი მადლობა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მერიას, პროფკავშირს პედაგოგებზე და სკოლებზე ზრუნვისათვის. ყველა პედაგოგს გილოცავთ მასწავლებლის დღეს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203