წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ
14-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ფიქრია გიორხელიძის და დამრიგებლის, ინგა არაბიძის ხელმძღვანელობით, გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ისტორიაში განვლილი მასალის განმტკიცება. 

„ახალგაზრდებს მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ ესაუბრა ქალბატონი ციალა ღვინიანიძე. ვიზიტი მიზნად ისახავდა საგანი, საქართველოს ისტორიის I და II თავების: „პრეისტორიული ხანა და საქართველო ძველაღმოსავლურ და ანტიკურ ხანაში, განმტკიცებას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203