კერძო სკოლა „ორნატში“ იმიტირებული არჩევნები ჩატარდება
14-10-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატის“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის -  „მეტი შეგვიძლია“- ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში, პრეზენტაცია მოეწყო.

პროექტში ინიციატორია ა(ა)იპ „სიქა“- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - პროექტს განახორციელებენ ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მეცხრე კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნონა ბაბუაძე.

პროექტის მიზანია მოაწყოს იმიტირებული არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები 6 დან 17 წლამდე, როგორც ამომრჩევლები.

„არჩევნების დღეს მოსწავლეები იმიტირებულად გაივლიან ყველა იმ პროცესს რაც არჩევნებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეები (ამომრჩევლები) შეძლებენ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამის გაანალიზების შემდგომ გააკეთონ არჩევანი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203