ირგანჩაის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყეს
14-10-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართული სექტორის პირველ კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყეს. 

ქართული სექტორის პირველ კლასში პედაგოგმა, ნატა კვარაცხელიამ საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი და აქტივობები გამოიყენა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203