ქუთაისის N33 სკოლის უფროსკლასელებმა გაკვეთილები ჩაატარეს
13-10-2020

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს საკუთარი მოსწავლეების წინსვლასა და წარმატებაზე. აქედან გამომდინარე, თავად მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და არაერთ საინტერესო ღონისძიებასაც აწყობენ. ახლახან, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ტრადიციულად  ჩატარდა „განათლების პარკი“, რომლის ფარგლებში უფროსი კლასის  მოსწავლეებმა მოირგეს მასწავლებლების როლი -  2-6 კლასებში ჩაატარეს ქართულის, მათემატიკის, ბუნების, რუსულის, ხელოვნებისა და ისტის გაკვეთილები და დირექტორის სამადლობელი სიგელებიც დაიმსახურეს.

მე-8,მე-10, მე-11 კლასელ „პედაგოგებს“, ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარინა ისკაკოვამ, რომელიც ყველა საინტერესო პროექტის ხელშემწყობი და ინიციატორია, მადლობა გადაუხადა ასეთი აქტივობისთვის, სამადლობელი სიგელებიც გადასცა და სკოლის ჩვეულ რიტმში მალე დაბრუნება უსურვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203