თბილისის N120 საჯარო სკოლამ მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩია
13-10-2020

თბილისის N120 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა და მოსწავლეებმაც საკუთარ რჩეულს დაუჭირეს მხარი.

ჯანსაღი გარემო სუფევდა თბილისის N120 საჯარო სკოლაში, წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, რომელსაც წარმატებით უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა გოგოლაძე და აქვე აღსანიშნავია, რომ თავად არჩევნებიც დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა.მოსწავლეთა თვითმმართველობის ახალი თავმჯდომარე კი, ხმათა უმრავლესობით - მე-9 1 კლასის მოსწავლე ივანე გონგლაძე გახდა

„ვულოცავთ ივანეს თვითმმართველობის თავმჯდომარეობას, წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ მას და სკოლის თითოეულ მოსწავლეს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203