
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორბელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, არაერთი ორიგინალური გაკვეთილი ჩატარდა და მათ შორის, აღსანიშნავია მათემატიკის მასწავლებლის - ნინო ბურჯალიანის გაკვეთილი მეშვიდეკლასელთათვის.
მოსწავლეებმა ღია ცის ქვეშ გამართულ აქტივობაში, სხვადასხვა მათემატიკური დავალება შეასრულეს - დახაზეს, გამოთვალეს უტოლობები, გაზომეს მონაკვეთები და სწორედ პედაგოგის დამსახურებით, მეტად გაიღრმავეს მათემატიკური საფუძვლები.
ორბელის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა მათემატიკურმა აქტივობამ სახალისო და ფრიად საინტერესო გარემოში ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები