კერძო სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
13-10-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა, ირმა ჭიჭინაძემ მოსწავლეებთან ერთად საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს. პრეზენტაციაში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. 

„სკოლა „ორნატში“ საზეიმოდ შევხვდით ანბანის შემობრძანებას. პირველი კლასის მასწავლებელმა ქალბატონმა ირმა ჭიჭინაძემ თავის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია შემოგვთავაზა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროცესში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203